Saturday, May 8, 2010

ივერიის ბეთანია

1.პროექტის სახელი:ივერიის ბეთანია
2.პროქტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები ეცნობიან ბეთანიის ტაძარს,იკვლევენ მის ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობას.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები გაეცნობიან ბეთანიის ტაძარს,მოიძიებენ მასალებს მის შესახებ,აღწერენ გეოგრაფიულ მდებარეობას გაარკვევენ თუ რომელ საუკუნეში აიგო ეს მონასტერი,ვინ ააგო,გაეცნობიან ბერების ცხოვრებას.ფოტო-მასალის და ლიტერატურის გამოყენება უფრო მეტ ინტერესს შესძენს ამ პროექტს.განსაკუთრებით სახალისო იქნება ექსკურსიის მოწყობა ამ ულამაზესი ტაძრის დათვალიერების მიზნით.მოსწავლეები გააკეთებენ ჩანახატებს,მოეწყობა მოსწავლეთა ნახატების და ფოტო-ნამუშევრების გამოფენა
4.მონაწილეთა ასაკი:13-14წ
5.ვადების ხანგრძლივობა:1 თვე
6.აქტივობები კლასში:ფოტო-ვიდეო და ლიტერატურული მასალის შეგროვება, მოეწყობა გამოფენა,გაეცნობიან კულტურულ მემკვიდრეობას.
7.სარგებელი სხვებისთვის:ბავშვებს გამოუმუშავდებათ სიყვარულისა და მოწიწების გრძნობა ქართული არქიტექტურული ძეგლებისადმი და გაუფრთხილდებიან მათ
8.სამუშაო ენა:ქართული
9.საგნობრივი ჯგუფების კავშირი:ლიტერატურა,(განუვითარდებათ კითხვის,წერის,მოსმენის კულტურა) ხელოვნება,(აღწერენ და შეისწავლიან არქიტექტურულ ძეგლს) ისტორია,(გაეცნობიან მე-12,მე-13საუკუნეების საქართველოს ისტორიას) რელიგია(გაეცნობია მონასტერში ბერების ყოფა-ცხოვრებას
10.მოსალოდნელი შედეგები:ბავშვებს გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები,ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას,უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეეცდებიან გაუზიარონ სხვასაც.უფრო სათანადოდ დააფასებენ და გაუფრთხილდებიან ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას.
11.ფასილიტატორი:ხათუნა ქობულია
12.ფასილიტატორის ელ ფოსტა:xatunakobulia@gmail.com
13.ელ–ფოსტა:xatunakobulia@gmail.com

ხათუნა ქობულია